თუშეთში ისევ ხანძარია. როგორც თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ლაგაზაური აცხადებს, ცეცხლი სოფელ გირევის ტერიტორიაზე, პირიქითა ხეობაში საძოვრებს უკიდია.
მისივე ინფორმაციით, იქ ძირითადად ნასოფლარი ადგილია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. თუშეთში ხანძრის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ხახაბოს ტყეში ხანძარი ჯერ 2 სექტემბერს, შემდეგ კი 15 სექტემბერს განჩნდა.