ადიგენის რაიონში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, საღამოს საათებში ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს. მოსახლეობა შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებდნენ, ადგილზე რამდენიმე ერთეული სამაშველო ჯგუფი მიემართება. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.