ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოქალაქეებს იმ ნივთების ნაწილის ჩამონათვალს სთავაზობს, რომლის ატანაც თვითმფრინავით აკრძალულია.
ხელბარგში აკრძალული ნივთების სია ასე გამოიყურება: დანა და სხვა ბასრი პირის მქონე საგნები, ღია სამართებლები და საპარსის პირები. ამასთან, ხელბარგი ან პირადი საკუთრება არ უნდა შეიცავდეს ანტიკურ იარაღს, ხმლებს, დანებს, მაკრატლებს, დანა-ჩანგალს, ისრებს, შპრიცებს და სხვა მჭრელ ობიექტებს, ასევე ნებისმიერ ნივთს, რომელიც შესაძლებელია იარაღად იყოს გამოყენებული.
რაც შეეხება დასაშვები ნივთების ჩამონათვალს, ხელბარგში დასაშვებია - სახლისა და ავტომობილის გასაღები; სუნელები, მშრალი საკვები, ელექტროსიგარეტი, მაქსიმუმ 2 ბლოკი სიგარეტი. რაც შეეხება სითხეებს, ხელბარგში დასაშვებია მაქსიმუმ 100 მლ რაოდენობით ცალ-ცალკე, თითოეულ კონტეინერში (ჯამში მაქსიმუმ 1 ლ. ოდენობა).