დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მოგზაურობის დაგეგმვის სერვისი ჩაუშვა, რომელიც მომხმარებელს გამგზავრების მარშრუტის შერჩევაში დაეხმარება.
სერვისის გამოყენებისთვის, მოგზაურობის მსურველმა უნდა მიუთითოს აეროპორტი, საიდანაც მიფრინავს, დასვენების სასურველი ტიპი, ქვეყანაში დარჩენის თარიღები და ავიაბილეთის სასურველი ბიუჯეტი.
ამის შემდეგ სერვისი მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს დაჯავშნის სისტემაში და რამდენიმე წამში მომხმარებელს სასურველი პარამეტრების შესაბამის მარშრუტსა და ბილეთებს სთავაზობს.
დასვენების კატეგორიებს შორისაა ოჯახური მოგზაურობა, სპორტი და თავგადასავალი, რომანტიკური მოგზაურობა, ღამის გართობა, იაფი ლუდი და სხვა.
იხილეთ აგრეთვე: ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები კიდევ ერთი ახალი მიმართულებით განხორციელდება
"ვიზეარმა" ბილეთის დაჯავშნის წესები შეცვალა