ავსტრალიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
არანაირი საჯარო განცხადება ამ თემაზე ავსტრალიელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ.
ავსტრალიის მთავრობამ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის ივნისში შემოიღო, ხოლო სექტემბერში სია გააფართოვა. ბოლო ინფორმაციით, სია გაფართოვდა და მასში ამჟამად რუსეთიდან და უკრაინის აღმოსავლეთიდან 156 ფიზიკური პირი და 48 კომპანია შედის.