მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ მაღაროსკარში მდინარე არაგვის აუზში 5 ახალი ავტომატიზირებული ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური დამონტაჟდა , - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იუწყებ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა იმყოფებოდა.
ავტომატური სადგურები მდინარეზე წყლის დონის დროში უწყვეტად გაზომვის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მონაცემების ოპერატიულად მიღება ხელს უწყობს მდინარის წყლიანობის რეჟიმის ობიექტურად შეფასებას და წყალდიდობა-წყალმოვარდნის დროულად პროგნოზირებას.
ღონისძიება მიზნად ისახავს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტისთვის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისი მონიტორინგის ქსელის შექმნაში დახმარებას და მდინარე არაგვის აუზთან დაკავშირებით ჰიდროლოგიური მონაცემების შეგროვებას, ანალიზისა და დამუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ავტომატური სადგურები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროექტის -„მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში დამონტაჟდა.