საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივებაა.

ორგანიზაციის წევრები არიან - აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და საქართველო.

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა 1 წლის განმავლობაში, 2015 წლის 1 აპრილის ჩათვლით იქნება. თავმჯდომარეობის აშშ-დან საქართველოზე გადმობარების ცერემონიალი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებულ WWTG-ს ყოველწლიურ შუასასესიო შეხვედრაზე გაიმართა.

WWTG-ს მორიგი პლენარული შეხვედრა 2014 წლის 25-27 აგვისტოს, თბილისში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატი ქვეყნები და დამკვირვებლები. ამ შეხვედრაზე საქართველო მოლდოვას წარადგენს და წევრობაზე რეკომენდაციას გაუწევს.