ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი-ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს.
ამასთან, კომპანია კიდევ 4 ახალი მიმართულებით დაიწყებს პირდაპირი რეისების განხორციელებას. საუბარია, პარიზის, ბრიუსელის, ბერლინისა და ბოლონიის მიმართულებებზე.
კომპანიის ცნობით, ფრენები 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყება.