ზურაბ ალავიძე - წაღვერში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ხვალ დილიდან აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ხვალ დილიდან აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება, ასევე ველოდებით საჰაერო ავიაციას თურქეთიდან. 

ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ცეცხლის ჩქარობის პროცესში ორი ქართული ვერტმფრენი მონაწილეობს. ამასთან, ბორჯომის ხეობაში იმყოფება აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც სამუშაოებში ხვალ დილიდან ჩაერთვება.

„ასევე დასრულებულია მოლაპარაკებები თურქეთთან. ერთ ვერტმფრენზე უკვე გვაქვს დასტური და მეორეზე - პასუხს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ხვალ დილით ვერტმფერენები თურქეთიდანაც იქნება“, - განაცხადა ალავიძემ.