ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე ხუთი ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 600 მილიონი ლარი შეადგინა, დღეს ხუთი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს.