ჩინელი მილიარდერისა და აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯეკ მას თქმით, ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს შეცვლის.
„ბოლო 200 წლის განმავლობაში წარმოება ქმნიდა სამუშაო ადგილებს. მაგრამ დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების ეპოქაში, წარმოება აღარ არის სამუშაო ადგილების შემქმნელი მთავარი ძრავი“, - განაცხადა ჯეკ მამ ნიუ რიოკში, Bloomberg Global Business Forum-ზე.
მისივე თქმით, მცირე ბიზნესები, რომლებიც ინტერნეტს იყენებენ თავიანთი ბაზრის ზრდისთვის, ეკონომიკურ ზრდას განაპირობებენ.
"დროა დასრულდეს საუბარი თემაზე ’’დამზადებულია ჩინეთში“ (Made in China) და ’’დამზადებულია აშშ-ში“ (Made in America). დადგა ეპოქა, ვთქვათ - ’’დამზადებულია ინტერნეტში“ - აღნიშნა ჩინელმა მილიარდერმა.
Alibaba-ს დამფუძნებლის განმარტებით, თანამედროვე მიდგომა განათლების ახალ რეალობას არ შეესაბამება და ბავშვებს შრომის ბაზარზე ცვლილებებისთვის არ ამზადებს.
’’მოსწავლეებს ისეთ განათლებას ვაძლევთ, რომ 30 წლის შემდეგ ისინი უსამსახუროდ დარჩებიან“, - ამბობს ჯეკ მა.
როგორც ჩინელმა მილიარდერმა აღნიშნა, ტრადიციული განათლება ძველ დროშია ჩარჩენილი და სკოლის მოსწავლეებს ისევ ქარხნებში სამუშაოდ ამზადებს.