კომპანია „მაგნას“ პროგნოზით, მიმდინარე წელს აშშ-ში ინტერნეტ რეკლამის შემოსავლები ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს.
სააგენტოს მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე ინტერნეტ რეკლამის შემოსავლები 3,6 პროცენტით - 185 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
ეს მაჩვენებელი მცირედით აღემატება სააგენტო IPG Mediabrands-ის პროგნოზს, რომლის თანახმად, აშშ-ში ინტერნეტ რეკლამის შემოსავლები 3,4 პროცენტით გაიზრდება და ეს არ მოიცავს პოლიტიკური კამპანიებისა და ოლიმპიური თამაშების გავლენას.
„მაგნას“ ანგარიშის თანახმად, 2016 წელს რეკლამების ზრდის მიხედვით ზოგადად რეკორდული ზრდით გამოირჩეოდა და ზრდის მაჩვენებელმა 5.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ კვარტალში ინტერნეტ რეკლამის გაყიდვები 17%-ით გაიზარდა.
„ინტერნეტ რეკლამა კვლავ მყარად ინარჩუნებს ზრდის მაჩვენებელს“, - განაცხადა „მაგნას“ წარმომადგენელმა ვინსენ ლეტანგმა.