Caucasus Energy and Infrastructure "მტკვარი ჰესს" ყიდის

შპს "მტკვარი ჰესის" გაყიდვაზე სს Caucasus Energy and Infrastructure-ის აქციონერები რიგგარეშე კრებაზე იმსჯელებენ.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "მტკვარი ჰესის" 100%-იან წილს ყიდის, თუმცა რატომ იგეგმება "მტკვარი ჰესის" გაყიდვა, ამაზე Caucasus Energy and Infrastructure-ში არაფერს ამბობენ.

აქციონერთა რიგგარეშე კრების გამართვა 15 მაისს არის ჩანიშნული. სავარაუდოდ, სწორედ აქციონერთა კრების დასრულების შემდეგ გაირკვევა "მტკვარი ჰესის" გაყიდვის დეტალები და პირობები.