საინვესტიციო კომპანია „გალტ&თაგარტის“ ინფორმაციით, გასულ კვირას BGEO ჯგუფისა და ჯანდაცვის ჯგუფის აქციები გაიაფდა, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასი კი გაიზარდა.
BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 32.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), რაც 0.21%-ით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით, ხოლო 4.89%-ით ნაკლებია გასულ თვესთან შედარებით. კომპანიის ინფორმაციით, ვაჭრობის მოცულობამ 205 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.47 – 33.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.72%-ით; ხოლო წინა თვესთან დაიკლო 1.18%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.52% შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.39 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, რაც წინა კვირასთან შედარებით, 0.43%-ით; ხოლო გასულ თვესთან შედარებით 5.20%-ით მეტია. ვაჭრობის მოცულობამ 311 ათასს გადააჭარბა, GBP 16.00 – 17.01 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები კი 3.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა, რაც 4.48%-ით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით და 5.88%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 209 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.15 – 3.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 22 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.16% შეადგინა.