ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4829 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9497 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9708 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0211 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.