გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, საავიაციო ქარხნის დასახლების, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის IV, V კვარტლების, ჯავახეთის II შესახვევის და დიმიტროვის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, ბოტანიკის, ვერცხლის, აბანოს, გორგასლის, ხეივნის, კრწანისის და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონების, ვაზის, დეკანოზიშვილის, გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ნავთლუღის, ჰოლბრუკის და იუნკერთა ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს; 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისის საკრებულოს ტერიტორიის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერტორიის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს; 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუჩიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.