4 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 4 საათი - სწორედ ამ დროს გაიმართება ”ლურჯი ოკეანის კლუბის” პრეზენტაცია, სადაც მისულ სტუმრებს საინტერესო საუბრები და საჩუქრები ელოდებათ.
”ფაბრიკას” საკონფრენციო დარბაზში კლუბის პრეზენტაციასთან დაკავშირებით გაიმართება ბიზნესღონისძიება თემაზე ”რეკლამა თანამედროვე სამყაროში.” სტუმრებს ავტომატურად გადაეცემათ კლუბის წევრობის ბარათები, რომლის საშუალებითაც ”ლურჯი ოკეანის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნული სერიის წიგნებზე მუდმივი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
კონფერენციაზე პრეზენტატორები იქნებიან: საკომუნიკაციო სააგენტო "Holmes&Watson"-ის არტ დირექტორი გიორგი ქვლივიძე თემით ”რეკლამა, როგორც ასეთი”; გიორგი პოპიაშვილი თემით ”ეფექტური სარეკლამო კომუნიკაცია” და მარკეტინგის პროფესორი, PSP -ს მარკეტინგის დირექტორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე გურული თემით ”STEVIE AWARDS და რებრენდინგის ხელოვნება”.
“ლურჯი ოკეანე” გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” წიგნების სერიაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. მასში შემავალი ლიტერატურა ბიზნესსაკითხების სათანადოდ ათვისებასა და გაცნობიერებაში დაგეხმარებათ. სერიის გამოცემა საქართველოში ბიზნესგანათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამომცემლობის მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი კი კლუბის ჩამოყალიბებაა. ”ლურჯი ოკეანის კლუბი” - სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც საქართველოში ბიზნესგანათლების მხარდასაჭერად და ასამაღლებლად იქმნება. კლუბის საქმიანობის ფარგლებში ჩატარდება საჯარო შეხვედრები, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს სფეროს დაეთმობა, ვორქშოპები, წიგნის პრეზენტაციები, დაიწერება სტატიები და ბლოგპოსტები.
”ლურჯი ოკეანის კლუბის” პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება სერიის ფარგლებში გამოცემული წიგნები, რომელთა შეძენაც სტუმრებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შეეძლებათ. გარდა ამისა, თითოეულ სტუმარს სერიის ერთ-ერთი წიგნი საჩუქრად გადაეცემა.
პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრები ავტომატურად გახდებიან კლუბის წევრები. სამომავლოდ კი წევრობაზე განცხადების გაკეთება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
”ლურჯი ოკეანის კლუბის” პრეზენტაციაზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 50 ლარია. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. მათი შეძენა შესაძლებელია ბმულზე.