შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დღემდე შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 410 ათასზე მეტია.

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე rs.ge, შექმნილი ახალი აპლიკაციის -  ”დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობის" - მიხედვით , ამ დროისთვის გაცემული თანხა 36 მილიონს აღემატება, შევსებული აპლიკაციების რაოდენობა კი - 410 ათასზე მეტია.

აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში გაცემული თანხის ოდენობის შესახებ.