როგორ გამოიყურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალი (+ფოტო)

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალი ოფიციალურად გუშინ, 26 სექტემბერს გაიხსნა.

აეროპორტის ოპერატორი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო და პირველი მგზავრები მიმდინარე წლის 12 ივლისს მიიღო. ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრია. ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფრინავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში 4 ავტობუსის კარი და 5 ახალი თვითმფრინავის სადგომია. ასევე მოეწყო 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი.

bpn bpn bpn