დასუფთავებისა და ქაღალდის მწარმოებელი კომპანია 4 მილიონ დოლარად იყიდება

პროფესიონალური დასუფთავებისა და ქაღალდის მწარმოებელი კომპანია 4 მილიონ დოლარად იყიდება.

როგორც ბიზნესის აღწერაში ვკითხულობთ, კომპანია 10 წელია ბაზარზე ფუნქციონირებს და დიდ კომპანიებთან თანამშრომლობს. კომპანია უახლეს აპარატურასა და ტექნოლოგიებს იყენებს. ასევე აქვს სპეცტექნიკა და ჰყავს ალპინისტთა ჯგუფი, რომლებიც დიდ სიმაღლეზე ფასადების წმენდას უზრუნველყოფენ.

ამასთან, კომპანიას აქვს ასევე საკუთარი ქარხანა, რომელშიც ქაღალდს აწარმოებს, ხოლო დამკვეთებს ამარაგებს დისპანსერებით, ჰიგიენური ქაღალდებითა და თხევადი საპნით.

ამ ეტაპზე კომპანიაში 1 000-მდე ადამიანია დასაქმებული.