"აი სი ჯგუფი" მომხმარებლებს ახალ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "აი სი ჯგუფის" ახალი დაზღვევა ასაკის, სქესის, ცხოვრების სტილის, შემოსავლების და პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით დაყოფას გულისხმობს.

"აი სი ჯგუფის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია მომხმარებელს ინდივიდუალურად, მათ მოთხოვნილებაზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს.

კომპანიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაზარზე ახალი ავტოდაზღვევა გამოიტანა, რომელიც ოჯახზეა ორიენტირებული. კერძოდ, თუ ოჯახში ორი ავტომობილია, ერთი მანქანის დაზღვევის შემთხვევაში, მეორეს ნახევარ ფასში დააზღვევენ. თუ ოჯახში ერთი მანქანაა, მომხმარებელი პაკეტს "მთელი ოჯახი ერთ საჭესთან" მიიღებს, რაც მართვის მოწმობის მქონე ყველა წევრზე გავრცელდება.

კომპანიამ სააღდგომო შეთავაზება დღეიდან დაიწყო და ამაღლების ჩათვლით გაგრძელდება.

სადაზღვევო პოლისის ღირებულება კატეგორიების მიხედვით, წელიწადში 250-500 ამერიკული დოლარია.