პარასკევს, 22 სექტემბერს, 19:00 საათზე რესტორანმა „ფუნიკულიორმა“ საერთაშორისო სადაზღვევო საბროკერო კომპანია „მაი ჯორჯიას“ 10 წლის იუბილეს უმასპინძლა.
კომპანიის დამფუძნებლებსა და პარტნიორებთან ერთად საღამოს ესწრებოდნენ ქართული სადაზღვევო კომპანიების, მსოფლიოს წამყვანი სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„მაი ჯორჯია“ ევროპაში ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სადაზღვევო საბროკერო ჯგუფ MAl Central and Eastern Europe-ს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2007 წლიდან როგორც დაზღვევის, ასევე გადაზღვევის მიმართულებით ოპერირებს. „მაი ჯორჯიას“ სადაზღვევო მომსახურებით ორმოცდაათზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია სარგებლობს, რომლებიც მოღვაწეობენ წარმოების, ენერგეტიკის, მედიცინის, სპორტის, მშენებლობის, იურისპრუდენციის, ტურიზმის, ავიაციის და ხელოვნების სფეროში.
„მაი ჯორჯიას“ დირექტორმა — ლევან ჯიშკარიანმა იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა: „სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია საქართველოში პირველი საერთაშორისო ბროკერია, რომელიც სადაზღვევო ბაზარს სტანდარტულ სადაზღვევო პროდუქტებთან ერთად ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს და ბაზარზე დაზღვევის ახალ სახეობებს ნერგავს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ათწლიანი მოღვაწეობის კვალდაკვალ, ქვეყანაში სადაზღვევო ბროკერის ინდუსტრია შეიქმნა და განვითარდა — დღეისათვის ქართულ ბაზარზე ამ საქმიანობით უკვე ოცამდე კომპანიაა დაკავებული“.
„მაი ჯორჯიას“ მიერ ქართულ ბაზარზე ათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში სადაზღვევო და გადამზღვევი კომანიებისთვის მოზიდული პრემიების რაოდენობა ას მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი.
(R)