TBC ბანკი და "ლისი დეველოპმენტი" მომხმარებელს ერთობლივ პროდუქტს სთავაზობენ

TBC ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის ახალი იპოთეკური სესხი, რომელიც სპეციალურად "ლისი დეველოპმენტის" კლიენტებისთვის შემუშავდა და რომლის საპროცენტო განაკვეთი ნულიდან 8,44%-მდეა.

"ლისი ვერანდა" ლისის ტბასთან ახლოს, გოძიაშვილის ქუჩის მახლობლად მდებარეობს. ეს არის ახალი დასახლება, მრავალფუნქციური რეკრიაციული ზონით და თანამედროვე არქიტექტურით.

როგორც "ლისი დეველოპმენტის" გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა განაცხადა, "ლისი დეველოპმენტის" საცხოვრებელი კომპლექსი 355 ჰექტარზე გაიშლება, შენობები ტერიტორიის მხოლოდ მესამედს დაიკავებს, დანარჩენი კი ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება.

"ლისი ვერანდა" კომპანია "ლისი დეველოპმენტის" პროექტია.

ადეიშვილის თქმით, "ლისი ვერანდაზე" საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპი შენდება. კერძოდ: დაბალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; "თაუნჰაუსები"- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საკუთარი ეზოთი და ვილა ინდივიდუალური პროექტითა და საკუთარი ეზოთი.