საქსტატის 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 989.4 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 27%-ის თქმით, თვეში საშუალო ხელფასი 500 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. გამოკითხვაში მონაწილეთა 26.3% ამბობს, რომ თვეში საშუალო ხელფასი 2000 ლარზე მეტი აქვს. ხოლო 22%-ის თქმით, მათი საშუალო ხელფასი 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. 13.4%-ის თქმით, საშუალო ხელფასი 1500 ლარიდან 2000 ლარამდეა.
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 985-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 8 აგვისტოდან 29 სეტემბრამდე მიმდინარეობდა.