სულ მალე თბილისში კიდევ ერთი მდიდრული საავტომობილო ბრენდის შოურუმი და სერვის-ცენტრი გაიხსნება - ლუქს-კლასის ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ფლაგმანი, ბრიტანული ”ბენტლი” საქართველოში ოფიციალურად შემოდის!
AUTO BILD-ის ინფორმაციით, ”ბენტლის” შოურუმი თბილისში 24 ნოემბერს, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე გაიხსნება. პირველივე დღიდან ”ბენტლის” შოურუმში წარმოდგენილი იქნება ისეთი განსაკუთრებული მოდელები, როგორებიცაა Bentley Continental GT, Bentley Flying Spur და Bentley Bentayga (W12 ძრავით).
”ბენტლის” სერვის-ცენტრი მომხმარებელს, როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე მექანიკური თვალსაზრისით მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებს.
”ბენტლის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ”ომეგა ჯგუფი” გახდა - კომპანია, რომელიც საქართველოში უკვე წარმოადგენს ისეთ საავტობილო ბრენდებს, როგორებიცაა BMW, ”მინი კუპერი”, ”მაზერატი”, ”შევროლე” და ”ოპელი”.
უოლტერ ოუენ ბენტლიმ ავტომობილების წარმოება 1919 წელს დაიწყო.
Auto Bild მისი სარბოლო ავტომობილები სამაგალითო იყო - 20-იან წლებში ”ბენტლი” ლე მანის რბოლებს ლეგენდარული შესაძლებლობებით იგებდა. 1931 წელს ”ბენტლი” გაკოტრდა და ”როლს-როისმა” შეისყიდა. მომდევნო 67 წლის განმავლობაში ”ბენტლის” მოდელების უმეტესობა ”როლს-როისების” იდენტური იყო, თუმცა კომპლექტაცია და შედარებით მოკრძალებული ცხაურა ”ბენტლის” სპორტულ წარმოშობას და სპორტულობისკენ მიდრეკილებას გამოხატავდა.
1998 წელს ”ფოლკსვაგენის” კონცერნმა ”როლს-როისი” და, შესაბამისად, ”ბენტლიც” იყიდა, რის შემდეგაც თავიდან მანამდე შემუშავებულ მოდელებს (Arnage, Azure და Brooklands) აწარმოებდა. 2000 წლიდან ”როლს-როისი” BMW-ს კონცერნის მფლობელობაში გადავიდა, ”ბენტლი” კი ”ფოლკსვაგენის” კონცერნში დარჩა. იხილეთ გაგრძელება