განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ვაშლების დარიგების პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.
"ტენდერი, როგორც ვიცი, დასრულდა და რამდენიმე დღეში, შემდეგი კვირიდან, ვაშლების დარიგების პირველი ეტაპი უკვე დაიწყება," - განუცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ინტერპრესნიუსს“.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ გეგმავს.