თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი  ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა გაიხსნა

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საქართველოში საქმიანობით შეგვაქვს წვლილი საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებაში. ამის შესახებ "ჰუალინგ ჯგუფის" დირექტორმა გუო სიანგ იანგმა სავაჭრო ცენტრის "ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას" გახსნის ცერემონიაზე ჟუნალისტებს განუცხადა.

"ძალიან დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ, რათა აგვეშენებინა ასეთი ულტრათანამედროვე და სრულყოფილი სახანძრო სისტემით აღჭურვილი სავაჭრო ცენტრი. ჩვენ სხვა დარგებშიც ვახორციელებთ ინვესტიციებს და აუცილებლად კიდევ უფრო გავაგრძელებთ ინვესტიციების განხორციელებას, კიდევ უფრო დავტვირთავ ჩვენს სავაჭრო ცენტრს. ჩვემ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საქართველოში საქმიანობით შეგვაქვს წვლილი საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებაში", - განაცხადა "ჰუალინგ ჯგუფის" დირექტორმა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი დავით ნარმანია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იენჩი, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები და სხვა მოწეული სტუმრები დაესწრნენ.