ნობელის ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2017 წელს ნობელის პრემიის ოდენობა 1 მილიონი შვედური კრონით - 9 მილიონ შვედურ კრონამდე (1.1 მილიონი დოლარი) გაიზარდა.
ამის შესახებ პრემიის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი.
„სიხარულით გატყობინებთ, რომ მიმდინარე წელს პრემიის ოდენობას ერთი მილიონი შვედური კრონით ვზრდით“, - განაცხადა ფონდის თავმჯდომარემ.
2011 წლამდე პრემიის ოდენობა 10 მილიონ შვედურ კრონას შეადგენდა, თუმცა შემდეგ ორი მილიონით შემცირდა.
ნობელის პრემიის 2017 წლის ლაურეატების გამოცხადება დღეიდან დაიწყება.