საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაო მიმდინარეობს

საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დღეს, დილიდან მადნის მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტი ავრცელებს. მისი თქმით, 08:00 საათიდან საბადოს ტერიტორიაზე ბულდოზერია შესული, რომლის მეშვეობითაც სამუშაოები სრულდება და არსებობს რეალური საშიშროება, რომ ძეგლი ჩამოიშალოს.

14 აპრილიდან საყდრისის საბადოსთან საყრდისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის აქცია მიმდინარეობს.

როგორც კომპანია RMG-ში აცხადებენ, კომპანია საყდრისის საბადოზე მუშაობას წიაღისეული რესურსების ათვისებისა და საწარმოო გეგმების საფუძველზე განაგრძობს.