თბილისის გამოკითხული მოსახლეობის 63% ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ამისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებს. ამის შესახებ, „ეისითის“ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ათიდან ექვსი თბილისელი (63%) ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ამ მიზნით სხვადასხვა ხერხს იყენებს. აღსანიშნავია, რომ თვითგანვითარებაზე მეტწილად ახალგაზრდები ფიქრობენ. ასაკის მატებასთან ერთად კი თვითგანვითარებაზე მზრუნველთა წილი მცირდება.
თბილისელებში თვითგანვითარებისთვის ყველაზე პოპულარული გზებია ელექტრონული ლიტერატურის გაცნობა, რასაც გამოკითხული თბილისელების - 28% იყენებს; 26%- თვითგანვითარებაზე კომპეტენტური ადამიანებისთვის აზრის კითხვით ზრუნავს.
კვლევის მონაცემებით, თბილისელების ერთი მეხუთედი - 20% თვითგანვითარების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგებს ესწრება. ელექტრონულ ტრენინგებზე დასწრება კი ნაკლებად გავრცელებული ქცევაა და ამ გზას ხოლოდ 7% იყენებს.
„ეისითის“ ცნობით, კვლევა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 31 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.