ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების ორგანომ პოპულარული ბრენდის Pretty Little Thing-ის ახალი კოლექციის რეკლამა დაბლოკა.
უწყების განცხადებით, რეკლამის დაბლოკვის მიზეზი ნახევრადშიშველი არასრულწლოვანი მოდელები გახდნენ.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეკლამაში გოგონები გამომწვევად ჩაცმულები არიან და ცდილობენ, მაყურბლის ყურადღება თავიანთ მკერდზე გადაიტანონ, ვიდრე ტანსაცმელზე.
რეკლამასთან დაკავშირებით საჩივარი ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების ორგანოში ერთ-ერთმა მაყურებელმა მას შემდეგ შეიტანა, რაც ბრენდის რეკლამა ტელევიზიით გავიდა.
Pretty Little Thing-ის წარმომადგენელთა თქმით, რეკლამაში გადაღებული მოდელები 23 და 24 წლის არიან. თუმცა, მარეგულირებლის განცხადებით, გოგონებს 16 წელზე უფრო ნაკლები შეხედულება აქვთ. გარდა ამისა, რეკლამას თან გასდევს სექსუალური ხასიათის აქცენტები.