გასულ წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 666,8 ათასი კაცით განისაზღვრა.
რაც „საქსტატის“ ცნობით, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,4%-ით აღემატება.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალი, ხოლო 60,2% - კაცია.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 32,7% მსხვილ ბიზნესზე, 21,3% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 46,0% - მცირე ბიზნესზე მოდის.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 620,1 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6,1%-ით მეტია. ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 7 022,2 მილიონი ლარია, 2015 წელთან შედარებით 10,9 %-ით არის მეტი.