ჩრდილოკორეული კომპანიები ჩინეთში 2018 წლის იანვარში უნდა დაიხუროს.
გაერო-ს სანქციების შესაბამისად ჩინეთის ხელისუფლებამ წლის ბოლომდე ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ჩრდილოკორეული საწარმოს მუშაობის შეჩერება მოითხოვა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩრდილოკორეული კომპანიები გაერო-ს სანქციების შემოღებიდან (11 აგვისტო) 120 დღის განმავლობაში უნდა დაიხუროს.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოკორეული კომპანიები ჩინეთში რესტორნულ და სხვა სახის ბიზნესს აწარმოებენ, რისი საშუალებითაც ჩრდილოეთ კორეაში უცხოური ვალუტა შედის. ჩრდილოკორეელი მუშები ჩინურ ქარხნებში და სხვა საწარმოებშიც მუშაობენ.
23 სექტემბერს ჩინეთმა განაცხადა, რომ 1 იანვრიდან ფხენიანისთვის გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდებას შეწყვეტს.