გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს ახალი მოადგილეები ჰყავს. მექვაბიშვილმა ორი ახალი მოადგილის დანიშვის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად მიაწოდა.
როგორც მექვაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ეკატერინე ღაძაძე და დავით გოგიჩაიშვილი დაინიშნენ.
გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს ნოდარ ჯავახიშვილი.
"ამ სამი ადამიანის და მთლიანად კოლექტივის ერთობლივი მუშაობით აუდიტის სამსახურის მუშაობა გაძლიერდება", - განაცხადა მექვაბიშვილმა.
ჯავახიშვილის გარდა გენერალური აუდიტორის უფროსის ყველა სხვა მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა.