ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის მარკეტინგული ინტერნეტკამპანიისთვის 5 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნული თანხა 19 ქვეყანაზე გადანაწილდება.
"ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ის ტრადიციული ბაზრები, საიდანაც საქართველოში ტურისტების ნაკადი ყოველთვის დიდია. თუმცა დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიაში ასევე მოიაზრება ის ახალი ბაზრები, რომლებზეც კიდევ უფრო გააქტიურებას ვგეგმავთ. მათ შორისაა სპარსეთის ყურის ქვეყნები, განსაკუთრებით კი აღვნიშნავ, ევროკავშირის ქვეყნებს. ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას იმისათვის, რომ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ სწორედ ევროკავშირის ქვეყნებიდან", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.