მედიამენეჯერი დაჩი გრძელიშვილი „ფეისბუქის" გვერდზე პირად მაგალითზე საყოველთაო დაზღვევის ხარვეზებზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"გაოგნებული დავბრუნდი ტრამვატოლოგიურიდან - დედაჩემმა ხელი მოიტეხა და ჩავიყვანე ევექსის ტრამვატოლოგიურში. აქედანვე ვიტყვი, რომ პერსონალთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს - ყურადღებით ირჯებოდნენ, როგორც შეეძლოთ. გადაუღეს რენტგენი და ორი ვარიანტი გვითხრეს - ოპერაცია ან დაფიქსირება სახვევით. ასაკის და მწვავე ჰიოპერტონიის გათვალისწინებით, ოპერაციაზე უარი ვთქვით. დაუფიქსირეს და გამოგვიშვეს. ჰო, რეგისტრატურაშიც გავტარდით, როგორც წესი და რიგია. ქალბატონი საყოველთაო დაზღვევაშია, გადაუდებელი შემთხვევაა და გადახდა საჭირო არაა - თავისუფალი ხართო.
გაოგნებები ორი დღის მერე იყო - როცა გადახვევაზე მისულს მითხრეს, საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ ოპერაციის შემთხევვაში მოქმედებს, ამის გარეშე კი მაშინდელი სერვისისთვის 150 ლარია გადასახდელიო. სერვისი რაში მდგომარეობდა - ნახევარ საათიანი ლოდინი სიტუაციაში გარკვევამდე. პლუს ნახევრასაათიანი ლოდინი სიტუაციის გარკვევის მერე, რომელი ექიმი უნდა მოსულიყო; რენდგენის სურათი და ზემოთხსნებეული 10 წუთიანი დიალოგი, ოპერაცია თუ ფიქსაცია :)))))) ბუნებრივია, გადახდაზე უარი ვთქვი. მაშინ მენეჯერს დაელაპარაკეთო.
მენეჯერი: იცით, რახან პაციენტი ოპერაციისთვის დაიბრაკა, ეს თანხა უნდა გადაიხადოთ.
მე: უკაცრავად, ვინ დაიბრაკა?
მენეჯერი: ტერმინია ასეთი - ანუ ოპერაცია არ ჩაუტარდა.
მე: აჰა... მაინც, გირჩევთ, სხვა დროს სხვა ტერმინი შეარჩიოთ... და დაზღვევა ხომ გადაუდებელ შემთხევვას აფინანსებს? იყო თუ არა ხელის მოტეხვა გადაუდებელი შემთხვევა?
მენეჯერი: კი, იყო, მაგრამ ოპერაცია ხომ არ გაუკეთებია.
მე: მაგრამ გადაუდებელი დახმარება ხომ გაეწია? გარდა ამისა, ეს 150 ლარი რაში უნდა გადავიხადო - ტალახიან პარკინგში, ერთ საათიან ლოდინში, ანტისანიტარიულ, ვიწრო მოსაცდელში და კიდევ იმაში, რომ მხოლოდ ერთი გადასახვევი ოთახი გაქვთ და ამ ხნის ქალი პატივცემულ ტრამვატოლოგთან ერთად, ოთახიდან ოთახში ვატორღიალე, ადგილის ძებნაში?
მენეჯერი: დუმს
მე: მოკლედ, თქვენთან დებატების დრო არ მაქვს - მოამზადეთ ხარჯების სრული დოკუმენტაცია, გამომიგზავნეთ და სხვა სივრცეში ვიდაოთ.
მენეჯერი: დუმს
ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia ადასტურებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ამას გულისხმობს? - თუ ხელმოტეხილმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად ოპერაცია არ გაიკეთა, გადაუდებელ დახმარებას მართლა არ აფინანსებთ? ევექსი • EVEX და მონჯღრეულ საავანტყოფოში (იმიტომ, რომ ეს არაა საავადმყოფო) მინჯღრეული ერთ საათიანი ლოდინ-რენტგენ-გასაუბრება 150 ლარი ღირს? თანხაზე არაა საქმე. მაგრამ თანხაზეცაა - მე შემიძლია გადახდა. სხვა შეძლებს? - დედა 80 წლისაა და მისი პენსია 180 ლარია. დავუშვათ სხვა არავინ ჰყავს (და ასეთი ძალიან ბევრია) რას უპირებთ? 150 ლარს წაართმევთ? და დარჩენილი ოცდაათი ლარი წამლებში რომ არ ეყოფა?