ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის პროექტის წარმომადგენლის მაია მუშკუდიანის განცხადებით, იმ 10 სკოლაში, სადაც ვაშლი უნდა დარიგდეს, ვაშლი კვირის სხვადასხვა დღეს შევა.
როგორც მუშკუდიანმა განაცხადა, ვაშლების დარიგება არის ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტი.
„დღეს დაიწყო ეს აქცია. პირველად კლასიკურ გიმნაზიაში შევიტანეთ ვაშლები და ყოველდღე შევა სხვადასხვა სკოლაში. ჯამში 20 000 ვაშლი შევა სკოლებში. კვირის განმავლობაში ყველა სკოლას ექნება თავისი დღე გამოყოფილი. პროექტის შესახებ ბავშვები და პედაგოგები ინფორმირებულები არიან. მცირედი ინსტრუქტაჟიც ჩაუტარდათ ბავშვებს, რომ ერთ ბავშვზე ერთი ვაშლია გათვლილი და ბავშვები კამპანიას მოუთმენლად ელოდებიან“, - განაცხადა მუშკუდიანმა.
პროექტის ღირებულება 69 940 ლარია.