ჟურნალმა Vanity Fair მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა.
რეიტინგში დასახელებული არიან IT ინდუსტრიის, კინოს, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მეწარმეები და ფინანსისტები.
ზედიზედ მეორედ მსოფლიოს გავლენიან ადამიანად „ამაზონის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი დასახელდა. „ამაზონის“ გარდა, ბეზოსი აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი და Washington Post-ის მფლობელია. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ბეზოსის ქონება 81,6 მილიარდი დოლარია.
რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, მესამეზე კი „ეფლის“ ხელმძღვანელი ტიმ კუკია.
პირველ ხუთეულში არიან “გუგლის“ დამაარსებელი ლარი პეიჯი და „ტესლას“ მფლობელი ილონ მასკი.