ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, დღეს 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო, ხოლო მოთხოვნამ 88 000 000 ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.070%-ით, მაქსიმალური 7.155%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.129%-ით განისაზღვრა.