კომპანია "თელასმა" 609,69 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა

"თელასმა" 2014 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

2014 წელს კომპანიამ 609,69 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,1%-ით (40,54 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (569,15 მილიონი კვტ/სთ).

”თელასის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

2014 წლის იანვარ-მარტში 2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 9,2%-ით (49 მილიონი კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 580,96 მილიონი კვტ/სთ შეადგინა.

2014 წლის პირველ კვარტალში კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 433 კმ შეადგინა, რაც 6,2%-ით (260 კმ-ით) აღემატება 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 173 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.