ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

ენერგეტიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს.

როგორც  სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მინისტრის მოადგილის თანამდებობა 

რომეო მიქაუტაძემ დაიკავა.

რომეო მიქაუტაძე ამ დრომდე, „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი იყო, მანამდე, 2010-2013 წლებში კი გენერალური დირექტორის მოადგილე.

წინა წლებში მას ასევე ეკავა ,,საქრუსენერგოს“ შესყიდვების სამსახურის უფროსის, ასევე „ხრამჰესი 1“-სა და ,,ხრამჰესი 2“ -ს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

აქამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები იყვნენ მარიამ ვალიშვილი, ირაკლი ხმალაძე და თორნიკე რიჟვაძე. ხმალაძემ თანამდებობა ცოტა ხნის წინ, ვალიშვილმა კი დღეს დატოვა.