სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც კომპანია „თელასში"აცხადებენ, ჩუღურეთის რაიონში აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ართვინის, ჩეჩელაშვილის, მიჩურინის, მამარდაშვილის, საქარის, თვალჭრელიძის და უფლისციხის ქუჩების მცხოვრებლებს. 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარშენის, გუმათის, პეტრე ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, მნათობის და ახუთის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გაზირის, შარტავას, კანდელაკის, იოსებიძის, დები იშხნელების, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ) და ვარკეთილის მეურნეობის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის და ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კავარტლის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.