გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე - მაია ზავრაშვილი ჰყავს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაია ზავრაშვილი საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მაია ზავრაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, საჯარო სამართლის მაგისტრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და თსუ-ს მოწვეული ლექტორი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მაია ზავრაშვილმა მაია ბითაძე შეცვალა.

მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს ასევე, სოლომონ პავლიაშვილი და ეკატერინე გრიგალავა იკავებენ.