გუკა რჩეულიშვილი - მოლაპარაკებებში m² პირადად მე არ მომიწვევია, მასთან მოლაპარაკებები არ მქონია

ამ მოლაპარაკებებში m2 პირადად მე არ მომიწვევია, არ მქონია მოლაპარაკებები მასთან , - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. რჩეულიშვილი სამშენებლო კომპანია m2-ის მიერ გუშინ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მან უარყო „ცენტრ პონტის“ აქტივების ყიდვა და განაცხადა, რომ მხოლოდ დაზარალებულების დაკმაყოფილების გეგმაშია ჩართული.

გუკა რჩეულიშვილის თქმით, „ცენტრ პოინტის“ აქტივების გასხვისების მოლაპარაკებებში m2 მას არ მოუწვევია. მისივე თქმით, პროცესში ის საშუამავლო კომპანია იყო ჩართული, რომელიც პრობლემის დარეგულირების მხრივ იურიდიულ პასუხისმგებლობას იღებს.

"m2-ის კორპორატიულ სტრატეგიაზე მე ნუ მკითხავთ. ჩვენ აქტივებს და ვალდებულებებს ვყიდით, კონკრეტულად რომელი შპს ყიდულობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. m2-მა თვითონ თქვა, რომ ბინებით დაკმაყოფილების პროცესში იქნება ჩართული. ამას m2-ის ქველმოქმედების სახით გააკეთებს თუ არა, ეს მისი პრეროგატივაა. ამ მოლაპარაკებებში m2, პირადად მე არ მომიწვევია, არც მქონია მოლაპარაკებები მასთან. ამაში საშუამავლო კომპანია იყო ჩართული, რომელიც ამ პრობლემის დარეგულირებისთვის იურიდიულ პასუხისმგებლობას იღებს", - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.