7-8 ოქტომბერს ჟურნალ „აუტო ბილდის“ ტრადიციული ავტო შოუ გაიმართება

თბილისობის ფარგლებში, 7-8 ოქტომბერს, 12-დან 18 საათამდე, მეტეხის ხიდზე, ჟურნალ „აუტო ბილდის“ ორგანიზებით ტრადიციული ავტოშოუ გაიმართება, რომლის მხარდამჭერი თბილისის მერიაა.

7 ოქტომბერს, დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ ანტიკვარულ და ხელნაკეთ ავტომობილებს გაეცნონ, ასევე სპეციალურად თბილისობისთვის ახალ ავტომობილებზე გაკეთებული ფასდაკლებით ისარგებლონ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ნისანის, ფიატის, ჯიპის უახლესი მოდელები.

2 დღის განმავლობაში, მეტეხის ხიდზე გამოფენილი იქნება თბილისის ავტო მუზეუმის უნიკალური ავტომობილები, ასევე სპორტული მანქანები, მოტოციკლეტები, სკუტერები, ველოსიპედები და სხვა საინტერესო მოდელები.

პროექტის პარტნიორია კომპანია „ფრეგო“, საინფორმაციო მხარდაჭერა „რადიო პალიტრა“ და „პალიტრა ტვ“.