თბილისის საკრებულომ მერიას ეკლესიისთვის საერთო ჯამში 183 414 კვ.მ გადაცემაზე მისცა თანხმობა , - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ, თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საკრებულომ თბილისის მთავრობას 58 შემთხვევაში მისცა თანხმობა ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემის თაობაზე. საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში არის ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობა.
საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცა 28 შემთხვევაში, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.