პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველო“ სექტემბერში ფულადი შემოწირულება 19 იურიდიული პირისგან მიიღო.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაცხადეს, ჯამში მმართველ პარტიას იურიდიულმა პირებმა 1 398 760 ლარი შესწირეს.
უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შემოწირულება ასე გამოიყურება: GEORGIAN TRAVEL GROUP – 100 ათასი ლარი; „თ&რ დისტრიბუშენ „– 50 ათასი ლარი; „მეეკი“ – 120 ათასი ლარი; საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია „ბითი“ – 30 ათასი ლარი; „აგრიკომი“ - 100 ათასი ლარი; კორპორაცია ქინძმარაული – 15 ათასი ლარი; „ბაგადონი“ – 60 ათასი ლარი; საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტი „ტრანსპროექტი“ – 50 ათასი ლარი; „ციტადელი“ – 40 ათასი; LION- 120 ათასი; ელ სი თბილისი – 50 ათასი; „თეგეტა მოტორსი“– 120 ათასი; Geo Sand – 100 ათასი; კახური ტრადიციული მეღვინეობა – 120 ათასი; „ენგადი“ – 100 ათასი; „ჯეო კვარცი“ – 100 ათასი; ახალი ბიზნეს ჯგუფი – 300 ლარი; „დეტი“ – 120 ათასი ლარი; „ფრეგო“ – 1500 ლარი; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ – 1960 ლარი (არაფულადი შეწირულობა). აღსანიშნავია, რომ „ალფა ექსპრესის“ გარდა არაფულადი შემოწირულება პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული აქვს თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესაც, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ სამტრედიაში ფართი დაუთმო. კალაძის მიერ საკუთარი პარტიის მიმართ განხორციელებული შემოწირულების ოდენობა 1,250 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, იურიდიული პირებისგან ფულადი შემოწირულობა მიიღეს „ეროვნულმა ფორუმმა“ 4521 ლარის ოდენობით და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ - 90 ლარი.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, ვახტანგ ზენაიშვილმა იურიდიული პირებისგან ფულადი შემოწირულობის სახით 200 ლარი, ხოლო დავით ვანიშვილმა – 180 ლარი მიიღო.
ჯამში, იურიდიული პირებისგან შემოწირულობებმა 1 403 751 ლარი შეადგინა.