სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური შესანახი კარადები მოეწყობა , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, შესანახი კარადები ჩანთების წონის განსატვირთად ერთ-ერთი საშუალება იქნება.
„ზოგიერთ მოსწავლეს, ვისაც აქვს საშუალება, შეუძლია წიგნები სახლიდან არ ატაროს სკოლაში, არამედ, შეინახოს კარადაში, რაც შეამსუბუქებს ჩანთას. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ მშობლებმაც და პედაგოგებმაც, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მხოლოდ ახალი სახელმძღვანელოს გადაცემა ამას არ მოაგვარებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.