იაპონელი ჟურნალისტი გადაღლილობისა და უძილობის შედეგად გარდაიცვალა

იაპონიის საზოგადობრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი გადაღლილობა გახდა, Evening Standard-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შრომის ინსპექციის დასკვნაშია ნათქვამი.

31 წლის მივა სადო თვეში 160 საათის გადაჭარბებით მუშაობდა. ის თვეში მხოლოდ 2 დღეს იყენებდა დასვენებისთვის, 2013 წლის ივლისში კი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტოკიოს შრომის ინსპექციამ მოგვიანებით გარდაცვალება ზეგანაკვეთურ სამუშაოს დაუკავშირა, თუმცა NHK-მ მიზეზი მხოლოდ ახლა აღიარა.

დასაქმების ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ სადომ არჩევნებამდე 1 თვით ადრე 159 საათით და 37 წუთით მეტი იმუშავა.

”ის იყო გადაღლილი და ჰქონდა ქრონიკული უძილობა,” - განაცხადეს შრომის ინსპექციაში.

”თავს ვიკავებდით, განგვეცხადებინა ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი საჯაროდ, რადგან მის ოჯახს სურდა ასე, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, ამ თემაზე გვესაუბრა, რადგან შრომითი პირობების რეფორმას ვიწყებთ,” - განაცხადა NHK-ს წარმომადგენელმა.

2015 წელს დასაქმების ინსპექტორებმა 24 წლის გოგონას თვითმკვლელობაში მისი დამსაქმებელი, სარეკლამო კომპანია Dentsu დაადანაშაულეს. მაცური ტაკაჰაში 100 საათზე მეტ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

წყარო: AMBEBI.GE