სოფელ ზანასა და ეკში მოსახლეობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დამატებითი ავიაციის ჩართვას ითხოვს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზანასა და ეკში მოსახლეობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი ავიაციის ჩართვას ითხოვს.

მათი თქმით, დამატებითი ძალების გამოყენება აუცილებელია, რადგანაც შეწამვლის სამუშაოების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა და მწერმა მათ საცხოვრებელ სახლებში შეაღწია.

თავის მხრივ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ შეწამვლის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მოსახლეობას მოუწოდებენ, მექანიკური მეთოდების გამოყენებიგან თავი შეიკავონ.